Belive

რუდი გარსია: ,,იმედგაცრუებული ვარ, მოგებას ვიმსახურებდით''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ,,უნიონ ბერლინთან'' გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა:

,,გოლი დაშვებული შეცდომის შემდეგ გავუშვით. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან მოგება შეგვეძლო და ამას ვიმსახურებდით კიდეც. მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მეკარემ რამდენიმე დარტყმა მოიგერია, თუმცა მათ ბურთი ძელს მოარტყეს. გაშვებული გოლის გარდა, ჩემი ფეხბურთელებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს.

მადრიდში ქულების მოსაპოვებლად წავალთ. აქ, მათ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, ვაჩვენეთ, რომ რეალის დონეზე თამაში შეგვიძლია.

დღეს ჩვენი შანსები უნდა გამოგვეყენებინა და ზედმეტად არ უნდა გაგვერისკა.'' - რუდი გარსია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრა ,,ნაპოლისა'' და ,,უნიონ ბერლინს'' შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

რუდი გარსიას გუნდს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზეა.

ნეაპოლელები მომავალ შეხვედრას კვირას, 12 ნოემბერს, სერია A-ში, ,,ემპოლის'' წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები