რუდი ფიოლერი: ,,არ მინდა მყავდეს გუნდი, რომელიც არგენტინასავით თამაშობს''
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ფეხბურთის კავშირის სპორტულ დირექტორს, რუდი ფიოლერს, მაინცში, გერმანელ მწვრთნელთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესზე, ჰკითხეს, რა უნდა გაუმჯობესდეს ბუნდესნაკრებში.
ფიოლერმა ყურადღება დაცვაში უკეთ თამაშზე გაამახვილა და გააკრიტიკა ისინი, ვინც არგენტინის ნაკრებს კარგი დაცვითი თამაშის მაგალითად ასახელებდა:
,,მე ვთქვი, რომ გერმანიამ უკეთ უნდა დაიცვას თავი. ამაზე ბევრმა მაგალითად არგენტინელები მოიყვანა. ჩემი აზრით, ეს ცუდი მაგალითია. უეცრად არგენტინელები ყველაფრის საზომი გახდნენ. ეს აზრი ცოტა თვალთმაქცური მგონია.
არ მინდა მყავდეს გუნდი, რომელიც არგენტინასავით თამაშობს. ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს. დიახ, ისინი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები და ამჯერად ვიცე-ჩემპიონები, მაგრამ ეს ქება-დიდება ბევრისგან, მართლა არ მესმის...'' - რუდი ფიოლერი
ფიოლერის ამ სიტყვებს დარბაზში, სადაც უამრავი ცნობილი მწვრთნელი და ფეხბურთის გამორჩეული პერსონა იმყოფებოდა, აპლოდისმენტები მოჰყვა.
Rudi Völler says Germany should not take Argentina as an example to follow:
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) July 27, 2026
"I said that, as Germany, we need to defend better. Many people pointed to Argentina as the example to follow. I thought that was a poor example. All of a sudden, Argentina became the benchmark. I found… pic.twitter.com/bdG1Rxyeiq