Belive

რუბინის მწვრთნელმა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, საქართველოს ნაკრების შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. "მატჩს თვალი მოედანთან ახლოს მდგომი კოშკურიდან ვადევნე, რადგან ვფიქრობ, თამაშის გაანალიზება ასე უფრო მოსახერხებელია. რომ შემეძლოს, უფრო მაღლაც ავიდოდი. მგონი ფეხბურთელებს იქიდან მიცემული მითითებების გაგონება არ უჭირთ.  ჩვენ კვარაცხელიას შეცვლას ოდნავ მოგვიანებით ვაპირებდით, მაგრამ მან მცირე დაზიანება მიიღო, ასისტენტებმა სწრაფად გაიგეს ჩემი ხმა და შეცვალეს.საერთოდ, ყველაფერი დაგეგმილი იყო და ვიცოდით თუ როდის, რომელი ცვლილება უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ მან ზურგზე ხელი დაიდო და დაგეგმილზე 10 წუთით ადრე, შეცვლა ითხოვა", - თქვა გამოცდილმა რუსმა სპეციალისტმა. 19წლის ნახევარმცველი "პარტიზანთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გარდა იმისა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გოლის გატანა მოახერხა, მან რამდენიმე ეპიზოდში მეტოქე ეფექტური მოძრაობებით გააბრუა და საგოლე კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, რუსულმა კლუბმა სერბულს - 5:2 აჯობა. თუმცა, შეხვედრის 56-ე წუთზე, მას მოედნის ნაადრევად დატოვება მოუწია. ქართველი ლეგიონერის კლუბი ზამთრის შეკრებას თურქეთში მართავს. შემდეგი შეხვედრა "რუბინს" 24 იანვარს, "სოჭის" წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები