Belive

რუბინის წარმომადგენელი: "ხვიჩას ევროპაში საკუთარი მანქანით წავიყვან"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა. "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ქართველი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვას, გაყიდიან თუ არა ყაზანელები ხვიჩას ზამთარში, ოლეგმა ასეთი პასუხი გასცა.
"მოლაპარაკებები ყოველთვის მიმდინარეობს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვარაცხელია ზამთარში წავიდეს. ხვიჩა ისეთი ტალანტია... თუ საზღვრები ჩაკეტილი იქნება, მე მას ევროპაში საკუთარი მანქანით ჩავიყვან. ქართველმა ღირსეულ და ისტორიულ ევროპულ კლუბში უნდა ითამაშოს. მაგრამ, ეს სწორ დროს უნდა მოხდეს. ხვიჩამ თამაში სულ ახლახანს დაიწყო, მოირგო ლიდერის როლი და ყველა მატჩს პირველი წუთიდან იწყებს. მასზე ყოველთვის არის რაღაც დამოკიდებული. როდესაც ფსიქოლოგიურად ამას მიეჩვევა, სადმე წასვლა უფრო მარტივი იქნება. "რუბინისთვის" ბედნიერებაა ასეთი ხარისხის ტალანტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება. ხვიჩას კლუბში ზედმეტად ერთი დამატებითი დღითაც არ შეაყოვნებენ. როდესაც ამის აუცილებლობა იქნება, ის წავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს," - ამბობს იაროვინსკი.

სხვა სტატიები