Belive

რუბინის დირექტორი: "მგონია, რომ კვარაცხელიასთვის ტოპ ლიგები ნაადრევია"  

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსეთის პრემიერ ლიგის მე-20 ტურის მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც მისმა გუნდმა მოსკოვის "სპარტაკთან" (2:0) იმარჯვა, ქართველი ნახევარმცველის თამაში შეაფასა და თქვა, რომ ის თითქოს სხვა ლიგიდან იყო.
"ნათელია, რომ ხვიჩა მთელი გუნდისგან გამოირჩევა, მაგრამ მეჩვენება, რომ ის ჯერ არ არის შესაფერისი ტოპ ლიგებისთვის, ინგლისისთვის - ნამდვილად, მაგრამ ესპანეთი ან იტალია - შეიძლება. რუსეთში დონე გაცილებით სუსტია, იქ მას ორი ან სამი ადამიანის გვერდის ავლით გაუჭირდება. მცველები ახოვანი და ფიზიკურად ძლიერები არიან - მათ უბრალოდ ვერ გაექცევით. ამიტომ, დასაწყისისთვის ხვიჩას სჭირდება მასის მომატება, ასევე ადაპტაციისთვის გარკვეული დრო. ხვიჩა ფიზიკურად ძალიან ძლიერ არ არის. მას მუდმივად მოუწევს დარტყმების ატანა, იქ შემტევები მუდმივად ტრავმის რისკზე სხედან. რა თქმა უნდა, ქართველები თამაშის ინტელექტის მხრივ ცუდები არ არიან და მისი მცდელობები ყოველ ჯერზე წარმატებულია", - თქვა რუსტემ საიმანოვმა.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველ შემტევს ოფიციალურ მატჩებში 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში 7 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები