Belive

რუბინი ხვიჩას ფოტოს ავრცელებს: ,,გეყოფათ იმის წერა, რომ სადმე მივდივარ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ რუსულ პრესაში დაიწერა, რომ ყაზანის ,,რუბინის'' ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ,,მილანთან” კონტრაქტი შეათანხმა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა მედიამაც გაავრცელა. დღეს კი რუსული გუნდის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა 20 წლის ფეხბურთელის ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ხვიჩას ხელში უჭირავს ბანერი წარწერით - ,,გეყოფათ იმის წერა, რომ სადმე მივდივარ.''



,,რუბინის” გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, გუშინ, მოსკოვის ,,სპარტაკთან” მოგების შემდეგ, გუნდიდან კვარაცხელიას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა:
,,ხვიჩას სანაცვლოდ არანაირი ფულადი შემოთავაზება არ გვაქვს. კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენთვის კონკრეტული წინადადებით არავის არ მოუმართავს,” – განაცხადა საიმანოვმა.
კვარაცხელიამ გასულ სეზონში ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.
 

სხვა სტატიები