Belive

რუბინი ხვიჩა კვარაცხელიას ზამთარში არ გაუშვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის დატოვება მოახერხოს.
„ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება, ზამთარში ტრანსფერი არ იქნება“, – განუცხადა Match TV-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა. „საიმანოვმა ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ვინმე შესთავაზებს 20 მილიონ ევროს ტრანსფერზე, კლუბი გარიგებას გააკეთებს“, – წერს გამოცემა „სპორტბოქსი“.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა - 20 წლის ქართველის ანგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია.  

სხვა სტატიები