Belive

როცა რეალი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოქმედ ჩემპიონს ხვდება, ტურნირს იგებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალი'' ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან მოქმედ ჩემპიონს არასდროს არ გაუგდია.

1992 წლიდან ,,სამეფო გუნდი'' ლიგის პლეი-ოფში წინა სეზონის გამარჯვებულს სულ 5-ჯერ შეხვდა, 5-ვე შემთხვევაში გაიმარჯვა და ტურნირნის ჩემპიონიც გახდა:

  • 1997-1998 წლების სეზონში რეალმა ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი - დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა, ფინალში კი იუვენტუსი.

  • 1999-2000 წლების სეზონში მადრიდელები მოქმედ ჩემპიონ მანჩესტერ იუნაიტედს მერვედფინალში დაუპირისპირდნენ, ფინალში კი ვალენსიას მოუგეს.

  • 2001-2002 და 2013-2014 წლების სეზონებში სამეფო კლუბის მეტოქე პლეი-ოფში მიუნხენის ბაიერნი იყო, ფინალებში კი რეალმა ჯერ ლევერკუზენთან იმარჯვა, შემდეგ კი - ატლეტიკოსთან.

  • ბოლოს მსგავსი რამ 2021-2022 წლების სეზონში მოხდა, როცა რეალმა მეოთხედფინალიდან მოქმედი ჩემპიონი ჩელსი გააგდო, ფინალში კი ლივერპული დაამარცხა.

ხვალ ,,რეალი'' ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ასევე მოქმედ ჩემპიონს - ,,მანჩსტერ სიტის'' დაუპირისპირდება. გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

სხვა სტატიები