Belive

როსენიორი: ,,წინა მატჩში ჩვენი შეცდომების გამო, პსჟ-ს ძალიან კარგმა ფეხბურთელებმა დაგვსაჯეს''

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ლიამ როსენიორმა, პარი სენ ჟერმენთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,წინა შეხვედრაში ჩვენივე შეცდომების გამო ძალიან კარგმა ფეხბურთელებმა დაგვსაჯეს. ხვალ ასეთი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ პსჟ ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მაგრამ ვიცით, რომ კონკურენცია შეგვიძლია.

პსჟ-ს ტურის გამოტოვება? მათ მეტი დაისვენეს და ეს ნორმალურია. სხვა ლიგების გრაფიკზე ვერ ვისაუბრებ. შემიძლია, დარწმუნებული ვიყო, რომ ჩემი გუნდი მზად იქნება!

პედრო ნეტუს ინციდენტი? ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია... ბოდიში მოიხადა, ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და უეფამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ვაშენებთ თუ არა მსოფლიოს საუკეთესო კლუბს? მე ნამდვილად მჯერა ამის. რთული სიტუაციაა, რადგან წარმატების მიღწევა დაუყოვნებლივ გვინდა, თუმცა მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. კლუბის გრძელვადიანი გეგმა არსებობს და მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.'' - ლიამ როსენიორი

ხვალ ღამით (00:00), ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, ჩელსი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:2 დასრულდა.

სხვა სტატიები