Belive

როს ბარკლიმ 16 წუთში 5 კილომეტრი დაფარა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელს ხშირად აკრიტიკებენ იმ მიზეზით, რომ მოედანზე ბევრს არ იხარჯება და სრული მონდომებით არ თამაშობს. ამ ყველაფერმა გულშემატკივრებში უნდობლობა გამოიწვია. ისინი ფიქრობენ, რომ ბარკლი ზარმაცი ფეხბურთელია. სულ ცოტა ხნის წინ ინგლისელმა ფეხბურთელმა, საკუთარ სოციალურ ქსელში ატვირთა სურათი, სადაც ჩანს, რომ მან 16 წუთში და 11 წამში 5 კილომეტრი ირბინა.

ამით ბარკლიმ ყველას ანახა თუ რა შეუძლია და როგორი ათლეტურია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში "ევერტონის" ყოფილ ფეხბურთელს მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები