Belive

რონალდუსთან დამარცხებულმა ბენზემამ ჟურნალისტის ხუმრობა ვერ გაიგო

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრმა ახალი სეზონის დომინანტური სტარტი განაგრძო და ბოლო ტურში, კარიმ ბენზემას ალ იტიჰადი სტუმრად, 0:2 დაამარცხა. ალ იტიჰადი საუდის პრო ლიგის მოქმედი გამარჯვებულია და წინა სამი შეხვედრაც მოგებული ჰქონდა, თუმცა გუშინდელი თამაშიდან გამოიკვეთა, რომ სიტუაცია შეცვლილია და ალ ნასრი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს (4-დან ოთხი გამარჯვება და პირველი ადგილი).

თამაშის დასრულების შემდეგ, წაგებისგან დამწუხრებული ბენზემა რეპორტიორმა კიდევ უფრო გააღიზიანა. შერეულ ზონაში გავლისას, ფრანგ ფეხბურთელს ფურცელზე ხელის მოწერა სთხოვეს, რომლის აღებისა და გახსნის შემდეგაც მისი უხერხული სურათი გამოჩნდა (ძველი ფოტო).

ბენზემა: ეს სასაცილოა? ცდილობ სასაცილო იყო?
ჟურნალისტი: არა, ეს უბრალოდ ტრენდია (ტენდენცია), რომელსაც ფეხბურთელების გამო ვაკეთებთ
ბენზემა: შენ ტრენდი არჩიე და დაიბრუნე შენი კალამი

საბოლოოდ, გაბრაზებულმა ბენზემამ, ჟურნალისტს ავტოგრაფზე უარი უთხრა.

ალ იტიჰადისა და ალ ნასრის შეხვედრაში, ყოფილი თანაგუნდელები, რონალდუ და ბენზემა კაპიტნები იყვნენ და მოედანზე საკუთარი გუნდები მათ გაიყვანეს.

სხვა სტატიები