,,რონალდუს წინააღმდეგ გეგმა არ გვქონია, რადგან ისეთივე აღარ არის, როგორიც ადრე იყო'' - მუკაუ
1 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრების ნახევარმცველს, ნგალაიელ მუკაუს, ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მის გუნდს რაიმე კონკრეტული გეგმა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ:
,,სიმართლე გითხრათ, არა, რადგან ვიცით, რომ ის აღარ არის ისეთივე, როგორიც ადრე იყო. კრიშტიანუ ახლა ცოტათი უფრო ასაკოვანია, მაგრამ მაინც, ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. ასე რომ, დიახ, დიდი პატივისცემა მას!
რა თქმა უნდა, როდესაც ამ ასაკს აღწევ, ძველებური ძალისხმევის გამოვლენა უფრო რთულია. თუმცა, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. რონალდუ ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესია.'' - ნგალაიელ მუკაუ
პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა.
რობერტო მარტინესის გუნდი მომავალ მატჩს სამშაბათს, 23 ივნისს, უზბეკეთის წინააღმდეგ გამართავს.
· "Did you have a special plan to contain Cristiano Ronaldo?"
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) June 18, 2026
🚨🗣️ 𝗡𝗘𝗪: Ngal Ayel Mukau (DR Congo player): "To be honest, no, not really."
"We know that Ronaldo isn't the same as before. He's a bit older now... Still, he's one of the greatest, much respect to him. But he is… pic.twitter.com/gAqYjsOJQ3