Belive

რონალდუს გარეშე - რონალდომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც, მისი აზრით, ისტორიაში საუკეთესოები არიან.

არაერთ ვარსკვლავთან ერთად, ბრაზილიელის რჩეულთა შორის ,,ოქროს ბურთის'' 5-გზის მფლობელი, კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოხვდა:

,,მარადონა თუ მესი? ეს არასწორი შეკითხვაა... ვფიქრობ, არსებობს ფეხბურთელთა განსაკუთრებული ჯგუფი, რომელშიც მარადონა, მესი, კრუიფი, ბეკენბაუერი, პელე, ვან ბასტენი და რონალდინიო შედიან. ამ სიაში საკუთარ თავსაც შევიყვანდი.

დაე, გულშემატკივრებმა განიხილონ, ვინაა მათ შორის საუკეთესო, მაგრამ მათ ვერ დაახარისხებ, სხვადასხვა თაობას ერთმანეთს ვერ შეადარებ,'' - რონალდოს სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.


სხვა სტატიები