Belive

რონალდუს აგენტის საინტერესო კომენტარი ოქროს ბურთის დაჯილდოვების შემდეგ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ფრანგმა ჟურნალისტებმა საუკეთესოდ ლეო მესი დაასახელეს. არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნული ჯილდო  კარიერაში მეექვსედ მოიპოვა და ამით კრიშტიანუ რონალდუს გაასწრო. წინა წლის მსგავსად, რონალდუ ოქროს ბურთის არც წლევანდელ დაჯილდოვებას დაესწრო. პორტუგალიელი ფეხბურთელი პარალელურად მილანში "კალჩოს" საღამოზე იმყოფებოდა, სადაც სერია A-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო. კრიშტიანუს აგენტმა, ჟორჟე მენდესმა გუშინ ჟურნალისტებთან საინტერესო კომენტარი გააკეთა: "რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა და ეს თქვენ იცით." თავისი აზრი გამოთქვა "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმაც, რომლის განცხადებით, შარშან ოქროს ბურთს რონალდუ იმსახურებდა და ის ლუკა მოდრიჩს არ უნდა მოეგო.

სხვა სტატიები