Belive

რონალდუმ ტრავმირებულ ანდრე გომეშს წერილი გაუგზავნა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში "ევერტონი" "ტოტენჰემს" დაუპირისპირდა. მატჩის 79-ე წუთზე, სონმა ანდრე გომეშის წინააღმდეგ უხეში ვარდნა შეასრულა, რის შედეგადაც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ფეხი მოიტეხა. "გუდისონ პარკზე" მომხდარი ინციდენტი თავად სონმაც განიცადა, რომელმაც აცრემლებული თვალებით დატოვა მოედანი. გავრცელებული ინფორმაციით, ანდრე გომეშს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. წყაროს მტკიცებით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ანდრე გომეშის ტრავმას კრიშტიანუ რონალდუ გამოეხმაურა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თანამემამულე ემოციური სიტყვებით გაამხნევა: "სწრაფი გამოჯანმრთელება. @ aftgomes21 კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდები."
Untitled

სხვა სტატიები