"რონალდუ თუ მესი?" - ჩირო იმობილეს პასუხები, რამდენიმე კითხვაზე
იტალიელი თავდამსხმელი ჩირო იმობილე, რომელიც ამჟამად თურქულ "ბეშიქთაშში" თამაშობს იტალიურ გადაცემას ესტუმრა, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, თავდაპირველად თავისი აკადემიის გახსნაზე, ხოლო შემდეგ კი რამდენიმე მარტივ კითხვებს მოკლედ უპასუხა.
უძლიერესი მცველი, ვისაც შეხვედრიხარ...
კიელინი
უკან დაბრუნება, რომ შეგეძლოს რას შეცვლიდი...
არაფერს
შენი საუკეთესო გოლი...
"ლაციოს" მაისურით "კალიარისთან" ქუსლით გატანილი გოლი
ყველაზე დაუფასებელი მოთამაშე, ვისთან ერთადაც გითამაშიათ...
სახელი, რომელიც ცოტამ თუ იცის: რაველ მორისონი, "ფენომენი"
ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყავი, სად იმუშავებდი?
ბენზინგასამართ სადგურზე
2 vs 2, რომ თამაშობდეთ მეწყვილედ ვის აირჩევდით?
დონარუმას, მას ვერავინ უტანს გოლს
ვისში ხედავ დღეს შენს საკუთარ თავს?
ფრანჩესკო პიო ესპოზიტო "სპეციიდან"
კრიშტიანუ რონალდუ თუ მესი?
მესი
საუკეთესო მწვრთნელი, ვის გუნდშიც გითამაშია?
ზემანი
Le dichiarazioni di Ciro Immobile https://t.co/g8vpE6aB8n
— AreaNapoli.it (@areanapoliit) March 21, 2025