Belive

რონალდუ თვითიზოლაციაშია და იტალიაში დაბრუნებას არ აპირებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას მერე, რაც ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურ მცველ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, კრიშტიანუ რონალდუმ ოჯახთან ერთად მშობლიურ მადეირაზე, თვითიზოლაციაში დარჩენა გადაწყვიტა. ინფორმაციას "ბებერი ქალბატონის" პრესსამსახურშიც ადასტურებენ. "კრიშტიანუ რონალდუს დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, ის პორტუგალიაში რჩება და მოვლენების განვითარებას ელოდება",-წერია იტალიის მოქმედი ჩემპიონის განცხადებაში. 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი სამშობლოში ბოლო დღეებში უკვე მეორედ, 9 მარტს გაემგზავრა და დედა მოინახულა, რომელსაც თვის დასაწყისში გულზე პრობლემები აწუხებდა. პორტუგალიაში ყოფნისას, "ბიანკონერის" შვიდიანმა თავისი დის დაბადებია დღეც აღნიშნა. შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, იტალიის მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის სერია A შეაჩერა.

სხვა სტატიები