Belive

რონალდუ, ლუკაკუ, ლეაო - კვარაცხელიამ ვარსკვლავები დაჩრდილა!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლისა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მოქცეული.

პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედია საშუალება და სტატისტიკური ორგანიზაცია, კვარაცხელიას შესახებ მაჟორულ ნოტაზე წერს.

უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემი ერთ ძალზედ საინტერესო კომპონენტს ეხება, რომლითაც ხვიჩა კვარაცხელიამ ისეთი ლეგენდები და სახელოვანი ვარსკვლავები დაჩრდილა, როგორიცაა: კრიშტიანუ რონალდუ, რომელუ ლუკაკუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინ ჯეკო, გონსალო იგუაინი და რაფაელ ლეაო.

ჩამონათვალში მყოფ ვარსკვლავებთან შედარებით, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე, 8 გოლის გასატანად და 8 საგოლე გადაცემის შესასრულებლად ყველაზე ნაკლები დრო დასჭირდა.


312063053_1280173842523967_4598067619775250068_n

იტალიურ მედიაში აქტიურად სპეკულირებენ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს შორის საუკეთესოს გამოსავლენად. ამ კომპონენტში, ხვიჩამ მისი ვიზავი საგრძნობლად დაჩრდილა. 8 გოლის გასატანად და 8 საგოლე გადაცემის შესასრულებლად, კვარას მხოლოდ 1128 წუთი დასჭირდა - იგივე მაჩვენებელი ლეაომ 3843 წუთში დააფიქსირა.

სხვა სტატიები