Belive

რონალდუ კურტუას: "ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ბელგიამ პორტუგალია დაძაბულ ბრძოლაში, 1:0 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდო სანტუშის გუნდმა კარისკენ გუშინ 24-ჯერ დაარტყა, პორტუგალიელებმა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს და ტურნირს გამოეთიშნენ. თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ და ტიბო კურტუამ ერთმანეთთან ისაუბრეს: "გაგიმართლათ, არა? ბურთს დღეს კარში შესვლა არ უნდოდა. წარმატებები!," - უთხრა 36 წლის ფეხბურთელმა ბელგიელთა მეკარეს.

სხვა სტატიები