Belive

რონალდუ იუვენტუსის ვარჯიშზე 4 საათით ადრე მიდის

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს შრომისუნარიანობის შესახებ საფეხბურთო სამყაროს ბევრი რამ სმენია. პორტუგალიელი ფეხბურთელი ვარჯიშისადმი სიყვარულს არც 35 წლის ასაკში კარგავს, რასაც დღეს გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს. ესპანური AS-ის თანახმად, რონალდუ სერია A-ს განახლებისთვის განსაკუთრებით ემზადება. კრიშტიანუ "იუვენტუსის" ვარჯიშზე 4 საათით ადრე მიდის, რათა თანაგუნდელებთან ერთად საწვრთნელ პროცესამდე ინდივიდუალურად ივარჯიშოს. წყაროს თანახმად, ტესტის შედეგების მიხედვით, პორტუგალიელი იმაზე კარგ ფორმაშია, ვიდრე ის იტალიის ჩემპიონატის შეჩერებამდე იყო.

View this post on Instagram

Explode mode 💥💨

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

სხვა სტატიები