რონალდუ: "დღეს არაფრის შემძლე ფეხბურთელები €100 მილიონად იყიდებიან"
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოს წამყვანი კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფასები ფეხბურთელების დონეს არ შეესაბამება.
2009 წელს, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მის სანაცვლოდ მადრიდის "რეალმა" 94 მილიონი ევრო გადაიხადა. მოგვიანებით, ტურინის "იუვენტუსმა" მის სანაცვლოდ "რეალს" 117 მილიონი ევრო გადაუხადა. დღეს, ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის, რონალდუ მე-11 ადგილს იკავებს.
"დღეს ფეხბურთში წინასწარი გათვლების გაკეთება ძალიან რთულია, რადგან საფეხბურთო ინდუსტრია შეიცვალა. ფეხბურთელები, რომლებსაც ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი, 100 მილიონ ევროდ იყიდებიან - თუმცა ეს ჟოაუ ფელიქსს არ ეხება.
ფეხბურთში დიდი ფული გაჩნდა. ეს ვითარება არ მომწონს, თუმცა ესაა ჩვენი ცხოვრება და უნდა შევეგუოთ," განაცხადა პორტუგალიელმა.ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები
1 |
|
17/18 |
|
€222 მილიონი |