Belive

რონალდუ ჩავის გაუთანაბრდა - 10 ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ისტორიაში 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
იტალიის სუპერთასის 2020 წლის შეხვედრაში, ტურინის "იუვენტუსმა" "ნაპოლის" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ისტორიაში მეცხრე ტიტულს დაეუფლა. მატჩში გამარჯვების გოლის გატანა კრიშტიანუ რონალდუმ, 64-ე წუთზე მოახერხა, რომლისთვისაც ეს ისტორიული მომენტი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ 35 წლის სუპერვარსკვლავისთვის ეს კარიერაში გატანილი 760-ე გოლი გახლდათ, რა მაჩვენებლითაც 5 ოქროს ბურთის მფლობელმა ავსტრიელ იოზეფ ბიკანს გადაასწრო და ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლის გამტანი მოთამაშე გახდა. საინტერესოა, რომ გარდა ამ უნიკალური მიღწევისა, 5 ოქროს ბურთის გამარჯვებულისთვის 2021 წლის 21 იანვარი კიდევ ერთი ფაქტით იყო გამორჩეული - პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში 33-ე ტიტული მოიგო და ამით ფეხბურთის ისტორიაში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. 35 წლის ფეხბურთელმა ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულ ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდა, რომელსაც კარიერაში ასევე 33 ტიტული აქვს მოგებული. ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელების ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:  =9. ჩავი ერნანდესი -  33 ტიტული  =9. კრიშტიანუ რონალდუ - 33 ტიტული
Ronaldo with his latest trophy. Image: PA Images
=7. ვიტორ ბაია - 34 ტიტული  7. ჟერარდ პიკე - 34 ტიტული  6. კენი დალგლიში - 35 ტიტული  =4. რაიან გიგზი - 36 ტიტული  =4. ლიონელ მესი - 36 ტიტული 
Messi with the Champions League trophy. Image: PA Images
=3. მაქსველი - 37 ტიტული  2. ანდრეს ინიესტა - 37 ტიტული  1. დანი ალვეში - 42 ტიტული
Dani Alves after winning Ligue 1 with PSG. Image: PA Images

სხვა სტატიები