Belive

რონალდუ ატალანტასთან გამორიცხა - პორტუგალიელი ტრავმირებულია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შაბათს, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურის შეხვედრაში, მოქმედი ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" "ატალანატას" გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დაუპირისპირდება. 34 წლის სუპერვარსკვლავი მაურიციო სარიმ განაცხადის მიღმა ტრავმის გამო დატოვა. ოქროს ბურთის 5-ჯერ მომგებ ფეხბურთელს სანაკრებო პაუზის დროს ლიეტუვასთან და ლუქსემბურგთან შეგდებული ბურთებით ეროვნულ გუნდში გატანილი 99 გოლი დაუგროვდა. მიუხედავად წარმატებული სანაკრებო თამაშისა, რონალდუს იტალიელი სპეციალისტი საკმარისად მაინც არ ენდობა ად ბოლო ორ შეხვედრაში ნაადრევად შეცვალა, რამაც გუნდში სიტუაციის დაძაბვაც გამოიწვია. თავად რონალდუ მიიჩნევს, რომ დაზიანება იმდენად მძიმე არ არის, რომ მან თამაში ვერ მოახერხოს, თუმცა სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბი სხვა აზრზეა. ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა 14 მატჩში 6 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები