Belive

რონალდუ: ,,ამ სეზონში ტიტულის მოგების იმედი მქონდა, მაგრამ ვერ შევძელით''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ნასრის'' თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, არაბულ გუნდში გატარებული პირველი სეზონი შეაფასა:

,,საქმე ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა ან წარმოგვიდგენია. ზოგჯერ, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მომთმენნი და სტაბილურნი, რათა მიზნებს მივაღწიოთ. ვფიქრობ, ბოლო 5 თვის განმავლობაში ,,ალ ნასრი'' ძალიან გაძლიერდა, ისევე როგორც თავად ლიგა და სხვა გუნდებიც.

ამ სეზონში რაღაცის მოგების იმედი მქონდა, მაგრამ ვერ შევძელით. თუმცა, მაინც დადებითად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება,'' - განაცხადა რონალდუმ.

2022-2023 წლების სეზონში ,,ალ ნასრმა'' სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ ,,ალ იტიჰადს'' 5 ქულით ჩამორჩა.

რონალდუმ ,,ალ ნასრში'' გატარებულ სადებიუტო სეზონში 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები