Belive

რონალდომ დაასახელა ის 5 ფეხბურთელი რომლის თამაშისგანაც სიამოვნებას იღებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში არსებობს უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი, რომელთა თამაშის ყურებაც ნამდვილად სასიამოვნოა. ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ ისაუბრა და გამოყო 5 ფეხბურთელი, რომელთა თამაშიც მას ძალიან მოსწონს. ხუთეულში ვერ მოხვდა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ. -"პირველი რა თქმა უნდა ლიონელ მესი გახლავთ. მისი თამაშის ყურება სასიამოვნოა. არგენტინელის თითოეული მატჩი ისტორიას დარჩება." მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ასევე გამოარჩია მოჰამედ სალაჰი, ედენ აზარი, ნეიმარი და მბაპე. -"ძალიან მომწონს სალაჰი ნეიმარი და აზარი. მათი თამაშის ყურება სიამოვნებას მანიჭებს. ასევე მინდა გამოვარჩიო კილიან მბაპე, ის ახალი თაობის საუკეთესო ფეხბურთელია." - განაცხადა რონალდომ.

სხვა სტატიები