Belive

რონალდომ დაადასტურა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს გვარდიოლასთან მართავდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდომ, განაცხადა, რომ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ,,სელესაოს'' მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე მოლაპარაკებებს პეპ გვარდიოლასთან მართავდა:

,,გვარდიოლას მიმართ ინტერესი იყო, პეპის სამწვრთნელო შტაბთან მოლაპარაკებებს მართავდნენ, მაგრამ მან ,,მანჩესტერ სიტისთან'' კონტრაქტის გახანგრძლივება არჩია. შესაძლოა, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას მასთან შეთანხმების მიღწევა გაუჭირდა, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე მაღალანზღაურებადი მწვრთნელია,'' - რონალდოს სიტყვებს Marca ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ, დატოვა.

,,სელესაო'' მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებთან, პენალტების სერიაში დამარცხდა.

სხვა სტატიები