Belive

რონალდო რეალ ვალიადოლიდს ყიდის: ბრაზილიელი ლა ლიგის გუნდს ასხვისებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა გასული წლების განმავლობაში სამენეჯერო საქმიანობით არის დაკავებული და რამდენიმე გუნდის მფლობელისა და მმართველის პოზიციას იკავებს.

2018 წლიდან რონალდო ესპანური "რეალ ვალიადოლიდის" მფლობელი და პრეზიდენტია, გუნდის, რომელიც ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ს შორის ხშირად მოგზაურობს.

"ვალიადოლიდი" ლა ლიგის ამ სეზონში გამორჩეული აუტსაიდერი გახლდათ და უახლოეს ტურებში, უდიდესი ალბათობით, რანგით მეორე ესპანურ დივიზიონში ოფიციალურად გავარდება. გუნდის გულშემატკივრები ამ მიზეზის გამო, "ფენომენის" გადადგომას ითხოვენ, რაც სავარაუდოდ, ასეც იქნება.

პოპულარული ესპანური მედია საშუალება as ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრაზილიელმა გუნდის გასხვისება გადაწყვიტა, შეთანხმებას დაინტერესებულ მხარესთან მიაღწია და მალე ყველაფერი საჯარო გახდება. შეთანხმების მიხედვით, მხარეებს მაისის თვემდე გასაჯაროვების უფლება არ აქვთ, რის გამოც ახალი მფლობელის ვინაობა ჯერ არ გაჟღერებულა.

რონალდო ბრაზილიური "კრუიზეიროს" მფლობელიც გახლდათ და ახლა ამ გუნდის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოსტს იკავებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელს სამომავლოდ პორტუგალიის ჩემპიონატში მოთამაშე "ავეშის" შეძენა სურს, რომელშიც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია თამაშობს.

სხვა სტატიები