Belive

რონალდო: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი ზეწოლა ნეიმარზე იქნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რონალდო მიიჩნევს, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე დიდი პასუხისმგებლობა ნეიმარს ეკისრება:

,,ვფიქრობ, ყველაზე დიდი ზეწოლა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნეიმარზე იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, გუნდი ახლა უფრო დაბალანსებულია, ვიდრე წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე იყო.

ნეიმარს ძლიერი ფეხბურთელები დაეხმარებიან, მაგრამ ახლა მას კარიერაში თავადაც კარგი მომენტი აქვს,'' - რონალდოს სიტყვებს L'Equipe ციტირებს.

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ერთად იასპარეზებს.

მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონები პირველ შეხვედრას 24 ნოემბერს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ.

2018 წლის მუნდიალზე ტიტეს გუნდი მეოთხედფინალში ბელგიასთან 1:2 დამარცხდა.

სხვა სტატიები