Belive

რონალდო: ,,მინდა, მაროკო ფინალში გავიდეს, მაგრამ, არ მგონია, რომ საფრანგეთის დამარცხებას შეძლებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, რონალდოს, არ სჯერა, რომ მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთს, დაამარცხებს.

რონალდოს, რომელიც ,,ვალიადოლიდის'' მფლობელია, ესპანური გუნდის მაროკოელ მცველზე, ჯავად ელ-იამიკზეც ჰკითხეს:

,,მინდა, მაროკო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდეს, მაგრამ, არ მგონია, რომ ისინი საფრანგეთის დამარცხებას შეძლებენ. მათი თამაში მუნდიალზე შესანიშნავია.

ბონუსები მაროკოს ნაკრების მცველისთვის - ელ-იამიკისთვის? თუ ასე არ მოხდება, მას ხელის გულზე ვატარებთ... ის, რასაც ამ ტურნირზე მისი გუნდი აკეთებს, წარმოუდგენელია. ახლა მთელი მაროკოს ნაკრები საოცარ ფორმაშია,'' - განაცხადა რონალდომ.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკო საფრანგეთს შეხვდება. მატჩი ოთხშაბათს, 14 დეკემბერს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები