Belive

რონალდო: ,,მესი მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებს, მაგრამ ჩემი მხარდაჭერის გარეშე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ, განაცხადა, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონობას ისურვებდა, მაგრამ არა არგენტინის ნაკრებში:

,,ვისურვებდი თუ არა, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგოს? ესპანეთის ნაკრებში რომ თამაშობდეს, კი. ბრაზილიასა და არგენტინას დაპირისპირების დიდი ისტორია აქვს. ჩვენ მოედანზე წარმოუდგენელი ბრძოლები გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით და ეს ფეხბურთში საუკეთესო რამაა. თუმცა, არგენტინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე ფიქრი არ ღირს.

იმსახურებს თუ არა მესი ამას? რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მხარდაჭერის გარეშე. ის ძალიან მომწონს და გამიგებს. დარწმუნებული ვარ, რომ ლეოც ზუსტად ამავეს იგრძნობდა,'' - რონალდოს სიტყვებს The Guardian-ი ციტირებს.

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა საუდის არაბეთთან, მექსიკასთან და პოლონეთთან ერთად იასპარეზებს.

სკალონის გუნდი პირველ მატჩს 22 ნოემბერს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2014 წელს იყო, როცა არგენტინა ფინალში გერმანიასთან დამარცხდა.

სხვა სტატიები