Belive

რონალდინიო: ,,კარგი იქნება თუ მესი კარიერას ბარსელონაში დაასრულებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ, ლეო მესიზე ისაუბრა:

,,მე მესისთან ვმეგობრობ და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან სასიხარულოა მეგობრების ნახვა, რომლებიც ოცნებებს იხდენენ. ჩემთვის ის საუკეთესოა.

მინდა, რომ ლეო ბედნიერი ვნახო, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, სად თამაშობს. მთელი იმ პერიოდის შემდეგ, რაც მან ,,ბარსელონაში'' გაატარა, კარგი იქნება თუ კარიერას კატალონიაში დაასრულებს,'' - რონალდინიოს სიტყვებს Marca ციტირებს.

ლეო მესი ,,ბარსელონაში'' 2004-2021 წლებში თამაშობდა. არგენტინელმა კატალონიური გუნდი 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ,,პარი სენ ჟერმენში'' გადავიდა.

სხვა სტატიები