Belive

რონალდინიო, ბერგკამპი, დე ბური.. კლუივერტმა ოცნების გუნდი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა, პატრიკ კლუივერტმა იმ ფეხბურთელების ოცნების გუნდი დაასახელა, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში თამაშობდა.  კლუივერტს ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორებიც "ბარსელონა", "მილანი", "აიაქსი", "პსვ", "ნიუკასლი", "ვალენსია" და "ლილი" არიან. ის ასევე წლების განმავლობაში ჰოლანდიის ნაკრების ღირსებას იცავდა.

მეკარე: ედვინ ვან დერ საარი

კლუივერტი და ვან დერ საარი ერთად "აიაქსში" და ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობდნენ. ჰოლანდიელი თავდამსხმელის თქმით, ვან დერ საარი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ის გუნდის ლიდერი იყო.
methode_times_prod_web_bin_dd4864dc-3f11-11e7-9319-8b08a5454daf

დაცვა: მიხაილ რაიციგერი 

კლუივერტი და რაიციგერი კარიერის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. ისინი ჯერ "აიაქსში" იყვნენ ერთად, შემდეგ "მილანში". იტალიიდან ორივე "ბარსელონაში" გადავიდა, ხოლო ესპანეთიდან ინგლისში წავიდნენ. კლუივერტი "ნიუკასლში", ხოლო რაიციგერი "მიდლსბროში".

დაცვა: მარსელ დესაი

მიუხედავად იმისა, რომ კლუივერტი და დესაი ერთად მხოლოდ ერთი სეზონის განმავლობაში "მილანში" თამაშობდნენ, ჰოლანდიელმა ფრანგი მცველი მაინც ოცნების გუნდში შეიყვანა.

დაცვა: იაპ სტამი

იაპ სტამი და პატრიკ კლუივერტი წლების განმავლობაში ჰოლანდიის ნაკრებში ერთად თამაშობდნენ. კლუივერტის აზრით, სტამი ერთ-ერთი საუკეთესო მცველია.

დაცვა: ფრენკ დე ბური

ჰოლანდიელი ფეხბურთელები ერთად ეროვნულ ნაკრებში, "აიაქსში" და "ბარსელონაში" დიდხანს თამაშობდნენ. ასე რომ, შემთხვევითი არ არის დე ბურის ამ გუნდში მოხვედრა.

ნახევარდაცვა: ლუიშ ფიგუ

კლუივერტი და ფიგუ ერთად მხოლოდ ორი სეზონის განმავლობაში "ბარსელონაში" თამაშობდნენ. ამ პერიოდში გუნდმა "ლა ლიგა" მოიგო. ფიგუ კი ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. ამის გამო ის ამ გუნდში მოხვდა.

ნახევარდაცვა: კლარენს ზეედორფი

ზეედორფი და კლუივერტი ერთად ჰოლანდიის ნაკრებში თამაშობდნენ. კლუივერტი თავის თანამემამულეზე ამბობდა, რომ ის და ზეედორფი ახლო მეგობრები იყვნენ. გარდა ამისა კლარენსი დიდი ფეხბურთელია და ჰოლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა.

ნახევარდაცვა: ხავი

კლუივერტი და ხავი ერთად "ბარსელონაში" იყვნენ. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ხავი კარიერის პიკს მიაღწევდა. ამის მიუხედავად, კლუივერტი აღნიშნავს, რომ ხავი ყოველთვის გამორჩეული იყო.

ნახევარდაცვა: რივალდო

რივალდოსა და კლუივერტის დუეტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუივერტის გუნდში მეორე ოქროს ბურთის მფლობელი მოთამაშეა. რივალდომ "ბარსელონას" მაისურით 130 ბურთი გაიტანა.

თავდასხმა: დენის ბერგკამპი

კლუივერტი და ბერგკამპი წლების განმავლობაში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში ერთად თამაშობდნენ. კლუივერტი თავის თანამემამულეზე ამბობდა, რომ დენისი ხელოვანი იყო. მან მოედანზე ზუსტად იცოდა რას აკეთებდა და ამიტომ მცველებს მის წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულად უჭირდათ.

თავდასხმა: რონალდინიო

რონალდინიო ჰოლანდიელ შემტევთან ერთად 1 სეზონი თამაშობდა. ამის შემდგომ ბრაზილიელი ფორმის პიკში შევიდა და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეც გახდა. კლუივერტმა რონალდინიო შეიყვანა ოცნების გუნდში და არა ალან შირერი ან ჟორჟ ვეა.
 

სხვა სტატიები