Belive

რონალდ კუმანის მეკარე შვილმა დუბლი შეასრულა

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტელსტარის მეკარემ, რონალდ კუმან უმცროსმა, კამბურთან ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში, ორჯერ გამოიჩინა თავი და 11-მეტრიანებიდან დუბლი შეასრულა. ლეგენდარული რონალდ კუმანის ვაჟი, ნიდერლანდების უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლკიპერი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში ორი გოლის გატანა მოახერხა - ეს ერედივიზიას მე-4 ტურის მთავარი სენსაცია აღმოჩნდა.

31 წლის მეკარის პროფესიონალურ დონეზე თერთმეტმეტრიანების დარტყმა უცხო არ არის - გასულ სეზონში, 17 მაისს, ვოლენდამთან შეხვედრაშიც ზუსტად შეასრულა პენალტი და საკუთარი გუნდი გავარდნას გადაარჩინა.

ამჯერად, კუმან უმცროსმა, ჯერ 63-ე წუთზე შეამცირა სხვაობა (2:1), ხოლოს მატჩის მიწურულს, 90+11-ე წუთზე, უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, ანგარიში გაათანაბრა და ტელსტარს ქულა გადაურჩინა.

ნიდერლანდების ჩემპიონატის ისტორიაში, მეკარეებს შორის გატანილი გოლების რეკორდი ნიკო ვან ზოგელს ეკუთვნის, რომელმაც 1964-1967 წლებში 7-ჯერ შეარხია მეტოქეთა ბადე. რაც შეეხება რონალდ კუმან უმცროსს, იგი ტელსტარის ღირსებას 2021 წლის ზაფხულიდან იცავს. ჩატარებულ 164 შეხვედრაში მის აქტივში უკვე 3 გატანილი გოლია.