Belive

მუნდიალის მასპინძელი სტადიონები - ისტორია, ღირებულება და ყველაფერი ყატარის არენებზე

1 წლის წინ ფეხბურთი
13 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უჩვეულო ტურნირი, რომელიც ტრადიციული ზაფხულის ნაცვლად, ზამთარში უნდა გაიმართოს, 20 ნოემბერს, მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება.

გახსნის ცერემონიალი და პირველი შეხვედრა ალ ბაიტის სტადიონზე გაიმართება, საიდანაც სტარტს მსოფლიოში ყველაზე ყურებადი და ფეხბურთის გულშემატკივრების საყვარელი ტურნირი აიღებს.

მთლიანობაში, მუნდიალს 8 სხვადასხვა სტადიონი მოემსახურება, რომელიც მართლაც თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის შედევრებია და რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ამ სტატიაში, მუნდიალის მასპინძელ ყველა სტადიონზე ვისაუბრებთ, რომლებიც, შემდეგი 1 თვის განმავლობაში მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრების ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა.

ალ ბაიტის სტადიონი

სლოგანი: ისიამოვნეთ თბილი არაბული მისალმებით

ქალაქი: ალ ხორი, 35 კმ დოჰადან

ტევადობა: 60 000

ღირებულება: 847 მილიონი დოლარი

კალენდარი:

20 ნოემბერი | A ჯგუფი: ყატარი - ეკვადორი | 20:00 საათი თბილისის დროით

25 ნოემბერი | B ჯგუფი: ინგლისი - აშშ | 23:00 საათი თბილისის დროით

29 ნოემბერი | A ჯგუფი: ნიდერლანდები - ყატარი | 19:00 საათი თბილისის დროით

27 ნოემბერი | E ჯგუფი: ესპანეთი - გერმანია | 23:00 საათი თბილისის დროით

1 დეკემბერი | კოსტა რიკა - გერმანია | 23:00 საათი თბილისის დროით

4 დეკემბერი | მეოთხე მერვედფინალი | 23:00 საათი თბილისის დროით

10 დეკემბერი | მეოთხე მეოთხედფინალი | 23:00 საათი თბილისის დროით

სტადიონის სახელწოდება "ბაიტ ალ შაარიდან" მომდინარეობს, რაც იმ ტერიტორიის აღმნიშვნელი სახელია, რომელზეც სტადიონი მდებარეობს და სადაც მომთაბარე არაბული ტომები ყატარში ყოფნის დროს ჩერდებოდნენ.

სტადიონის დიზაინის ნახვისას დარწმუნდებით, რომ გათვალისწინებულია როგორც ქვეყნისა და ტერიტორიის ისტორია და წარსული, ისე აწმყო და რეალობა.

საინტერესოა, რომ ალ-ბაიტ პარკზე, ანუ იქ სადაც სტადიონი მდებარეობს, განთავსებულია 30 მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი, სხვადასხვა სახის სპორტული სათამაშო და სავარჯიშო არენები, გამწვანების ვრცელი გაზონები, სარბენი და ველოსპორტისთვის განკუთვნილი ბილიკები, ცხენოსნობისა და აქლემით ჯირითისთვის განკუთვნილი სივრცეები.

ქვეყნის კულტურის სამინისტროსა და სხვადასხვა კულტურული საერთაშორისო ორგანიზაციების ინიციატივით, სტადიონზე და მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი კულტურული ღონისძიება იმართება, რომელიც ახალგაზრდებს ქვეყნის ისტორიას უამბობს.

ლუსაილის სტადიონი

სლოგანი: წარსულის მემკვიდრეობა და მომავლის ხატი; ადგილი სადაც ერთმანეთს კულტურა და სპორტი ხვდება

ქალაქი: ლუსაილი, 20 კმ დოჰას ცენტრიდან

ტევადობა: 80 000

ღირებულება: 767 მილიონი დოლარი

კალენდარი:

22 ნოემბერი | C ჯგუფი: არგენტინა - საუდის არაბეთი | 14:00 საათი თბილისის დროით

24 ნოემბერი | G ჯგუფი: ბრაზილია - სერბეთი | 23:00 საათი თბილისის დროით

26 ნოემბერი | C ჯგუფი: არგენტინა - მექსიკა | 23:00 საათი თბილისის დროით

30 ნოემბერი | C ჯგუფი: საუდის არაბეთი - მექსიკა | 23:00 საათი თბილისის დროით

2 დეკემბერი | G ჯგუფი: კამერუნი - ბრაზილია | 23:00 საათი თბილისის დროით

6 დეკემბერი | მერვე მერვედფინალი | 23:00 საათი თბილისის დროით

9 დეკემბერი | პირველი მეოთხედფინალი | 23:00 საათი თბილისის დროით

13 დეკემბერი | პირველი ნახევარფინალი | 23:00 საათი თბილისის დროით

18 დეკემბერი | ფინალი | 19:00 საათი თბილისის დროით

სტადიონის დიზაინი, როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი, სინათლისა და ჩრდილების ცეკვით არის შთაგონებული. ეს ის არენა გახლავთ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრას - მუნდიალის ფინალს უმასპინძლებს.

სტადიონზე ასევე წარმოდგენილია არაბული სამყაროს მდიდარი ისტორიული ღირსშესანიშნაობები, როგორებიცაა ჭურჭლის, თასებისა და ხელოვნების ნიმუშების მოტივები რეგიონის ისტორიიდან.

აჰმად ბინ ალის სტადიონი

ქალაქი: უმ ალ აფაეი, 20 კმ დოჰას ცენტრიდან

სლოგანი: იქ სადაც უდაბნოს ისტორიები იწყება

ტევადობა: 40 000

ღირებულება: 360 მილიონი დოლარი

კალენდარი:

21 ნოემბერი | B ჯგუფი: აშშ - უელსი | 23:00 საათი თბილისის დროით

25 ნოემბერი | B ჯგუფი: უელსი - ირანი | 14:00 საათი თბილისის დროით

29 ნოემბერი | B ჯგუფი: უელსი - ინგლისი | 23:00 საათი თბილისის დროით

27 ნოემბერი | E ჯგუფი: იაპონია - კოსტა რიკა | 14:00 საათი თბილისის დროით

1 დეკემბერი | F ჯგუფი: ხორვატია - ბელგია | 19:00 საათი თბილისის დროით

3 დეკემბერი | მეორე მერვედფინალი | 23:00 საათი თბილისის დროით

სტადიონის ყველაზე თვალსაჩინო მახასიათებელია მბზინავი ფასადი, რომელიც შედგება ისტორიული ნიმუშებისგან, რომლებიც წარმოადგენს ქვეყნის კულტურისა და ისტორიის სხვადასხვა ასპექტს: ოჯახის მნიშვნელობას, უდაბნოს სილამაზეს, ადგილობრივ ფლორასა და ფაუნას, ადგილობრივი და საერთაშორისო ვაჭრობის ისტორიას.

აქ განთავსებულია ყველა ის ისტორიული და კულტურული ღირებულება, რომელიც მნიშვნელოვანია ქალაქ ალ რაიანისთვის.

უბანში განთავსდა მთელი რიგი სპორტული ობიექტები, მათ შორის კრიკეტისა და ფეხბურთის მოედნები, საბავშვო მოედანი, გარე სპორტული დარბაზი, საწყალოსნო ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, სკეიტ პარკი და მძლეოსნობის ტრეკი. ასევე, არაერთი სავაჭრო ცენტრი დასასვენებელი და სარეკრეაციო სივრცეები.

ალ ჯანუბის სტადიონი

ქალაქი: ალ ვახრა, 22 კმ დოჰას სამხრეთი ცენტრიდან

სლოგანი: ფეხბურთის იალქნები ახალ ეპოქაში

ტევადობა: 40 000

ღირებულება: 700 მილიონი დოლარი

კალენდარი:

22 ნოემბერი | D ჯგუფი: საფრანგეთი - ავსტრალია | 23:00 საათი თბილისის დროით

24 ნოემბერი | G ჯგუფი: შვეიცარია - კამერუნი | 14:00 საათი თბილისის დროით

26 ნოემბერი | D ჯგუფი: ტუნისი - ავსტრალია | 14:00 საათი თბილისის დროით

28 ნოემბერი | G ჯგუფი: კამერუნი - შვეიცარია | 14:00 საათი თბილისის დროით

30 ნოემბერი | D ჯგუფი: ავსტრალია - დანია | 19:00 საათი თბილისის დროით

2 დეკემბერი | H ჯგუფი: განა - ურუგვაი | 19:00 საათი თბილისის დროით

5 დეკემბერი | მეხუთე მერვედფინალი | 19:00 საათი თბილისის დროით

ქალაქ ალ ვახრას ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული მეზღვაურობასთან, სწორედ ამიტომ სტადიონის დიზაინის ხშირი ელემენტებია იალქნიანი ნავები და საზღვაო ტრანსპორტი.

სტადიონის დატვირთვა ყოველ სეზონზე შეიძლება, რასაც ხელს ის ფაქტი უწყობს, რომ არენა აღჭურვილია გაგრილების ინოვაციური სისტემითა და ასაწევი სახურავით.

ალ თუმამას სტადიონი

ქალაქი: ალ თუმამა, დოჰას უბანი, 12 კმ ცენტრიდან

სლოგანი: კულტურითა და ტრადიციებით გაჟღენთილი არენა

ტევადობა: 40 000

ღირებულება: 342 მილიონი დოლარი

კალენდარი:

21 ნოემბერი | A ჯგუფი: სენეგალი - ნიდერლანდები | 20:00 საათი თბილისის დროით

23 ნოემბერი | E ჯგუფი: ესპანეთი - კოსტა რიკა | 20:00 საათი თბილისის დროით

25 ნოემბერი | A ჯგუფი: ყატარი - სენეგალი | 17:00 საათი თბილისის დროით

27 ნოემბერი | F ჯგუფი: ბელგია - მაროკო | 17:00 საათი თბილისის დროით

29 ნოემბერი | B ჯგუფი: ირანი - აშშ | 23:00 საათი თბილისის დროით

4 დეკემბერი | მესამე მერვედფინალი | 19:00 საათი თბილისის დროით

10 დეკემბერი | მესამე მეოთხედფინალი | 19:00 საათი თბილისის დროით

ალ თუმამას სტადიონის მთლიანი დიზაინი "გაიფას", ანუ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მამაკაცებისა ტრადიციული თავსაფარის ანალოგს წარმოადგენს. იგი რეგიონის ტრადიციული სამოსის სიმბოლოა და ასევე ღირსებასა და დამოუკიდებლობის ცენებებთან ასოცირდება.

განათლების ქალაქის სტადიონი

ქალაქი: ალ რაიანი, 7 კმ ჩრდილო-დასავლეთ დოჰადან

სლოგანი: შთამაგონებელი სამკაული

ტევადობა: 40 000

ღირებულება: 653 მილიონი დოლარი

კალენდარი:

22 ნოემბერი | D ჯგუფი: დანია - ტუნისი | 17:00 საათი თბილისის დროით

24 ნოემბერი | H ჯგუფი: ურუგვაი - სამხრეთ კორეა | 17:00 საათი თბილისის დროით

26 ნოემბერი | C ჯგუფი: პოლონეთი - საუდის არაბეთი | 17:00 საათი თბილისის დროით

28 ნოემბერი | H ჯგუფი: სამხრეთ კორეა - განა | 17:00 საათი თბილისის დროით

30 ნოემბერი | D ჯგუფი: ტუნისი - საფრანგეთი | 19:00 საათი თბილისის დროით

2 დეკემბერი | H ჯგუფი: სამხრეთ კორეა - პორტუგალია | 19:00 საათი თბილისის დროით

6 დეკემბერი | მეშვიდე მერვედფინალი | 19:00 საათი თბილისის დროით

9 დეკემბერი | პირველი მეოთხედფინალი | 19:00 საათი თბილისის დროით

სტადიონის ფასადზე გამოსახულია სამკუთხედები, რომლებიც ბრილიანტის მსგავს გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიან და ისინი მზიან ამინდში ფერს იცვლიან.

მიიჩნევა, რომ სტადიონი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხისა და გამძლეობისაა. ყატარში, ელიან რომ არენა ქვეყნის ღირებულების ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი და სავიზიტო ბარათი გახდება.

ხალიფას საერთაშორისო სტადიონი

სლოგანი: სპორტული ლეგენდის აღორძინება

ქალაქი: ესპაირი, 5 კმ დოჰას ცენტრიდან

ტევადობა: 40 000

ღირებულება: 280 მილიონი დოლარი

კალენდარი:

23 ნოემბერი | E ჯგუფი: გერმანია - იაპონია | 17:00 საათი თბილისის დროით

25 ნოემბერი | A ჯგუფი: ნიდერლანდები - ეკვადორი | 20:00 საათი თბილისის დროით

27 ნოემბერი | F ჯგუფი: ხორვატია - კანადა | 20:00 საათი თბილისის დროით

29 ნოემბერი | A ჯგუფი: ეკვადორი - სენეგალი | 20:00 საათი თბილისის დროით

1 დეკემბერი | A ჯგუფი: იაპონია - ესპანეთი | 23:00 საათი თბილისის დროით

3 დეკემბერი | პირველი მერვედფინალი | 19:00 საათი თბილისის დროით

17 დეკემბერი | მატჩი მესამე ადგილისთვის | 19:00 საათი თბილისის დროით

განსხვავებით ტურნირის მასპინძელი სხვა სტადიონებისგან, ხალიფას საერთაშორისო სტადიონი ყატარში ერთ-ერთი ყველაზე ძველია და 1976 წელს აშენდა. აქამდე, იგი ქვეყნის მთავარ არენად მიიჩნეოდა და მანვე უმასპინძლა 2011 წლის აზიის თასის გათამაშებასა და მის ფინალურ შეხვედრას. ამ სტადიონს ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის შეხვედრები უკვე მიუღია, ოღონდ საკლუბო დონეზე - 2019 წლის გათამაშების პლეი-ოფის 4 შეხვედრა და ფინალური მატჩი, "ლივერპულისა" და "ფლამენგოს" მონაწილეობით (1:0) სწორედ ამ არენაზე გაიმართა.

განახლების შემდეგ სტადიონს 10 450 ადგილი, განათებისა და გაგრილების სისტემა დაემატა. ასევე, სტადიონის განახლებული ფასადი არაბული კულტურის ორნამენტებით არის გაფორმებული.

სტადიონი 974

სლოგანი: ამ ყველაფრის გულში ინოვაციაა

ქალაქი: რას აბუ აბუდი, დოჰა, 10 კმ დოჰას ცენტრიდან

ტევადობა: 40 000

კალენდარი:

22 ნოემბერი | A ჯგუფი: მექსიკა - პოლონეთი | 20:00 საათი თბილისის დროით

26 ნოემბერი | D ჯგუფი: საფრანგეთი - დანია | 20:00 საათი თბილისის დროით

28 ნოემბერი | G ჯგუფი: ბრაზილია - შვეიცარია | 20:00 საათი თბილისის დროით 

30 ნოემბერი | A ჯგუფი: პოლონეთი - არგენტინა | 23:00 საათი თბილისის დროით

2 დეკემბერი | G ჯგუფი: სერბეთი - შვეიცარია | 23:00 საათი თბილისის დროით

5 დეკემბერი | მეექვსე მერვედფინალი | 23:00 საათი თბილისის დროით

სტადიონის მშენებლობაში ფოლადის განსაკუთრებული ნედლეული დაიხარჯა და იგი როგორც ადგილობრივი ინდუსტრიული პროფესიონალიზმის ისტორიას, ასევე თანამედროვე ტენდენციებს აერთიანებს. მშენებლობის პროცესში შემცირებული იყო ხარჯები, რასაც თანამედროვე მასალების გამოყენებამ შეუწყო ხელი.

ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის არენად მიჩნეული სტადიონი ერთადერთია, რომელიც ზღვისპირა ტერიტორიაზე მდებარეობს.

სხვა სტატიები