Belive

რომელი გუნდის ფეხბურთელებს აქვთ მეტი ოქროს ბურთი - რეალისას თუ ბარსელონას?!

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
გუშინ, 2 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემინიალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც არგენტინელი ვარსკვლავი – ლეო მესი გახდა. ეს მისთვის მე-6 ოქროს ბურთია. ფეხბურთის მოყვარულთათვის მეტად საინტერესო ფაქტია, თუ რომელიც გუნდის წარმომადგენლებს აქვთ ყველაზე მეტი ოქროს ბურთი მოგებული.

"ბარსელონა"

ყველაზე მეტი ოქროს ბურთის მფლობელები "ბარსელონას" ჰყავს. პირველად კატალონიური კლუბის ისტორიაში ოქროს ბურთს ესპანელი ლუის სუარესი 1960 წელს დაეუფლა. მეორე ოქროს ბურთის მფლობელი კი ჰოლანდიელი ვარსკვლავი - იოჰან კრუიფი გახდა 1973 წელს. მესამე ოქროს ბურთი მოიგო - ხრისტო სტოიჩკოვმა 1994 წელს, მეოთხე - 1999 წელს რივალდომ, ხოლო 2005 წელს კი რონალდინიომ. ოქროს ბურთი მოიგო ბრაზილიელმა ცენტრფორვარდმა რონალდომ, რომელმაც ნახევარი სეზონი "ინტერში", ხოლო ნახევარი სეზონი "ბარსელონას" რიგებში გაატარა, შესაბამისად ეს ოქროს ბურთი როგორც "ინტერს" ასევე "ბარსელონას" სახელზე ჩაიწერა. ამის შემდეგ კი ლეო მესიმ 6-ჯერ შეძლო ოქროს ბურთის ტიტულის მოგება და "ბარსელონა" გახდა პირველი გუნდი, რომლის წარმომადგენლებსაც ჯამში 12 ოქროს ბურთი აქვთ მოგებული.

მადრიდის "რეალი"

"ბარსელონას" მხოლოდ 1 ოქროს ბურთით ჩამორჩება სამეფო კლუბი. მათ ანგარიშზე 11 ოქროს ბურთია. მადრიდელთა შემადგენლობაში პირველი ფეხბურთელი იყო ალფრედო დი სტეფანო, რომელმაც სამეფო კლუბს ოქროს ბურთი მოუტანა (1957 წელს). მეორე ოქროს ბურთიც მის ანგარიშზეა, იგი პირველი ოქროს ბურთის მოგებიდან 2 წელში (1959 წელს) მეორე ოქროს ბურთს დაეუფლა. სამეფო კლუბის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი, რომელსაც ოქროს ბურთის ტიტული გადაეცა იყო - რეიმონდ კოპა (1958 წელი). შემდეგი იყო ლეგენდარული ლუიშ ფიგუ (2000 წელი). მეოთხე ფეხბურთელი გახლდათ ლეგენდარული იტალიელი მცველი - ფაბიო კანავარო, რომელიც ოქროს ბურთის ტიტულს 2006 წელს დაეუფლა. ამის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ 5-ჯერ შეძლო ოქროს ბურთის მოგება. ბოლო ოქროს ბურთი კი სამეფო კლუბის ანგარიშზე ხორვატმა ნახევარმცველმა - ლუკა მოდრიჩმა 2018 წელს ჩაწერა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "იუვენტუსსა" და "მილანს" ორთავე 8 ოქროს ბურთი აქვთ.

სხვა სტატიები