Belive

რომარიო: ,,მე თუ მესი? მე ჩემს პოზიციაზე ვარ საუკეთესო, ის კი თავისზე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რომარიოს, ESPN-თან ინტერვიუში, მისი დროის ,,ბარსელონასა'' და გვარდიოლას ,,ბარსელონას'' მოთამაშეების შედარება სთხოვეს.

კითხვაზე თუ ვინ არის საუკეთესო მასსა და მესის შორის, რომარიომ ასე უპასუხა:

,,რომარიო თუ მესი? რომარიო... ჩვენ განსხვავებული ფეხბურთელები ვართ... მის პოზიციაზე ის არის საუკეთესო, ჩემს პოზიციაზე კი - მე.''

რომარიო ,,ბარსელონაში'' 1993-1995 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით 65 შეხვედრა ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა. თავდამსხმელმა ,,ბლაუგრანასთან'' ერთად 1994 წელს ლა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები