Belive

"რომ შემეძლოს VAR-ს გავაუქმებდი"- ედენ აზარი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ESPN-თან ინტერვიუში იმ ნეგატიურ ზემოქმედებაზე ისაუბრა, რომელიც VAR-მა თამაშზე დანერგვის დღიდან მოახდინა. ბელგიელმა ასევე განაცხადა, რომ მსაჯები შეცდომებს მაინც უშვებენ.

ჟურნალისტი: „ რას შეცვლიდით ფეხბურთში?" აზარი: "მე არ მომწონს VAR და რომ შემეძლოს საერთოდ გავაუქმებდი."
    ბელგიელის თქმით, VAR-მა ფეხბურთი შეცვალა. ყველამ ვიცით, რომ ეს სიახლე ფეხბურთში შეცდომების მინიმუმადე შემცირებისთვის შეიქმნა. თუმცა, ედენი ფიქრობს, რომ მსაჯის შეცდომები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილი იყო. "ვიდეო ასისტენტის შემოღების მიუხედავად, არბიტრები მაინც უშვებენ შეცდომებს."- ამბობს აზარი. პრემიერლიგაში VAR მუდმივი განხილვის თემაა. სხვა ჩემპიონატებთან შედარებით, ინგლისში, რატომღაც, უფრო დიდი დრო სჭირდებათ მომენტის გადასამოწმებლად. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა გასულ თვეში ამ ყველაფერზე ისაუბრა:
"ზოგჯერ VAR კარგია, თუმცა, მისმა შემოღებამ სათამაშო ტემპი აშკარად დააგდო. მირჩევნია მთავარმა არბიტრმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს, ვიდრე რამდენიმე წუთი ველოდო მომენტის ანალიზს. საკამათო მომენტები ამ სპორტის განუყოფელი ნაწილია და ის ფეხბურთს უფრო საინტერესოს ხდის."
შეგახსენებთ, რომ ედენ აზარმა იანვრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. ბელგიელმა თავი მექსიკურ კლუბ "ამერიკასთან" გამოიჩინა. უამრავი ტრავმისა და გაცდენილი დროის შემდეგ აზარი მზადაა მადრიდელ გულშემატკივარს საკუთარი კლასი აჩვენოს.  

სხვა სტატიები