Belive

როკეს აგენტმა დაადასტურა, რომ ბრაზილიელი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ,,ატლეტიკო პარანაენსეს'' თავდამსხმელი, ვიტორ როკე ,,ბარსელონაში'' ითამაშებს.

,,როკეს შესახებ დეკუსთან თითქმის ერთი წელია ვსაუბრობ და საბოლოოდ შეთანხმებას მივაღწიეთ.

ვიტორისთვის საუკეთესო პროექტი ავირჩიეთ და ,,ბარსელონას'' ნდობისთვის მადლობას ვუხდი,'' - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

ტრანსფერი ოფიციალურად მალე დადასტურდება, თუმცა 18 წლის ფეხბურთელი 2024 წლის იანვრამდე არენდით ბრაზილიურ გუნდში დარჩება.

მიმდინარე სეზონში როკეს ანგარიშზე ,,ატლეტიკო პარანაენსეს” მაისურით ჩატარებულ 30 შეხვედრაში 15 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები