Belive

როი კინი სულშერს აკრიტიკებს: "თაფლობის თვე დასრულდა, ტიტულების დროა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანმა ფეხბურთელმა როი კინმა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი გააკრიტიკა. 49 წლის ირლანდიელი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ "წითელი ეშმაკები" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში სამეულში ვერ მოხვდება, მაშინ ნორვეგიელმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. "შენ "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ხარ. შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა შეძლოთ და ერთი ან ორი ფეხბურთელი დაიმატოთ, მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებთ, მაშინ წინ ძალიან რთული დღეები გექნებათ.  წელს ოლეს მიზნები სხვაგვარი იქნება. თუ წინა სეზონში მას ოთხეულში მოხვედრა ევალებოდა, ახლა მას გაცილებით მეტი მოეთხოვება. სეზონის ბოლოს მათ იმაზე მეტი ქულა უნდა დააგროვონ, ვიდრე წინა სეზონში. ოლესთვის თაფლობის თვე დასრულდა, ახლა უკვე ტიტულების დროა. მთავარი ზეწოლა ახლა იქნება. "ბრაიტონთან" გამარჯვება შედეგის თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელია, მაგრამ გუნდის თამაშში შემაშფოთბელი ნიშნები უკვე გამოიკვეთა. ისინი ძალიან ცოტა მომენტს ქმნიან, შემდეგ კი მათ ვერ იყენებენ", - თქვა როი კინმა. "მანჩესტერმა" პრემიერლიგის საწყის ორ ტურში 3 ქულა მოიპოვა. შემდეგ შეხვედრას სულშერის გუნდი 4 ოქტომბერს, "ტოტენჰემის" წინააღმდეგ, "ოლდ ტრაფორდზე" გამართავს.

სხვა სტატიები