Belive

"როგორც მამა ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - ანსუ ფატის მამა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ბარსელონას" შემტევი და ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ანსუ ფატი სათამაშო დროის სიმწირეს უჩივის.

ანსუს 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე სერიოზული ტრავმის გამო არ უთამაშია, 2021/22 წლების სეზონში კი რამდენიმე დაზიანების გამო საკმაო დრო გაუცდა. ფეხბურთელმა გასული წლის იანვარშიც მიიღო დაზიანება და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ მოედანზე თავი დიდად არ გამოუჩენია.

20 წლის შემტევის გარშემო განვითარებულ სიტუაციას გამოეხმაურა მისი მამაც. ბორი ფატი პირდაპირ აცხადებს, რომ ის უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რომელიც მის შვილს ეძლევა.

"კითხეთ ხავის რატომ არ ათამაშებს ანსუს. მე ამაზე პასუხი არ მაქვს. მას უნდა, რომ ჩემმა შვილმა თავდაუზოგავად იშრომოს და ამას აკეთებს კიდეც. როგორც მამა ძალიან იმედგაცრუებული ვარ" - განაცხადა ბორდი ფატიმ.

"ჩვენ მეტს ვიმსახურებთ, ანსუ "ბარსელონას" 10 ნომერია. მას სათამაშო დრო ჯერ კიდევ მაშინ ეძლეოდა, როცა გუნდში მესი, სუარესი და გრიზმანი თამაშობდნენ. ჩემი შვილი მაღალი დონის ფეხბურთელია და მეოდანზე 2-3 წუთს ატარებს. ეს ძალიან იმედგამაცრუებელია." - განაცხადა ბორდიმ ესპანურ მედიასთან საუბრისას.

2022/2023 წლების სეზონში ფატიმ 38 მატჩი ჩაატარა და მოედანზე 1 338 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ახალგაზრდა შემტევმა 6 გოლისა და სამი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები