Belive

როგორია საქართველოს ნაკრების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და ტურნირის საგზური გაიფორმა.

ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორე შეხვედრაში 22 ივნისს ჩეხეთს დაუპირისპირდება (ჰამბურგში), ჯგუფის ბოლო ტურში კი, 26 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე პორტუგალია იქნება.

F ჯგუფი

თურქეთი - საქართველო | 18 ივნისი

საქართველო - ჩეხეთი | 22 ივნისი

საქართველო - პორტუგალია | 26 ივნისი

ევრო 2024, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს, 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები