Belive

როგორი შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ემპოლისთან მატჩში?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, "ემპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" უმასპინძლა და მმეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ალბერტო ჩერიმ, თავური დარტყმით გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და კალცონამ 72-ე წუთზე, მის ნაცვლად, რასპადორი შეიყვანა. ისევე როგორც მთელ გუნდს, კვარაცხელიასაც არ ჰქონია კკარგი შეხვედრა. sofascore-ის შეაფასებით, ხვიჩამ 6.4 ქულა დაიმსახურა, რაც საკუთარ გუნდშიც ერთ-ერთი ყველაზე უარესი შედეგია. whoscored-მა კი ქართველი შემტევის თამაში 6.1 ქულით შეაფასა.

ნაპოლის 49 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე დარჩა. მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იტალიას 5 გუნდი ეყოლება, თუმცა მე-5 ადგილზე მყოფ "რომას" 55 ქულა აქვს და 2 მატჩით ნაკლები ჩატარებული, ვიდრე ნაპოლის.

სხვა სტატიები