Belive

,,როგორ უწოდებ ლივერპულს საუკეთესოს, როცა პრემიერლიგაც დათმეს და ჩემპიონთა ლიგაც'' - ფერდინანდი ოუენს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის შემდეგ, ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა, ,,ლივერპულს'' ევროპის საუკეთესო გუნდი უწოდა:
,,არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგი ბევრ რამეს ცვლის, ფეხბურთში ზოგჯერ მსგავსი რამ ხდება... მე მაინც მგონია, რომ ლივერპული ევროპის საუკეთესო გუნდია,'' - განაცხადა ოუენმა, რომელსაც რიო ფერდინანდი შეეწინააღმდეგა: ,,როგორ უწოდებ მათ საუკეთესო გუნდს, როცა ახლახან პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა დათმეს? მე ასე არ ვფიქრობ, საუკეთესოდ რომ ჩაითვალო დიდი ტურნირები უნდა მოიგო! ეს უპატივცემულობაა რეალის მიმართ, რომელმაც ჩვენი ლიგის სამი საუკეთესო გუნდი დაამარცხა და თასი აღმართა.''
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.

სხვა სტატიები