Belive

როგორ შეაფასეს კლოპმა და ანჩელოტიმ ლივერპული-ნაპოლის მატჩი

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, "ლივერპულმა" "ნაპოლის" უმასპინძლა. იტალიელებმა კლოპის შეგირდებს პირველივე წუთიდან შეუტიეს, რამაც 21-ე წუთზე, დრის მერტენსის გოლით დასრულდა. გოლის გაშვების შემდეგ, "ლივერპულმა" მატჩის სადავეები ხელში აიღო და მთელი თამაშის განმავლობაში, მოედანზე დომინირებდა. ლოვრენის ზუსტი თავური დარტყმის შედეგად, "მერსისაიდელებმა" წონასწორობა აღადგინეს, რაც მატჩში უკანასკნელი გოლი აღმოჩნდა.
განვლილი მატჩი შეაფასა იურგენ კლოპმა: პირველი 15 წუთით ძალიან უკმაყოფილო ვარ, თუმცა მეორე ნახევარში, ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ჩვენი მეტოქე თავს შესანიშნავად იცავდა და შედეგად, საგოლე შანსები ნაკლებად ვგეძლეოდა. გვინდოდა, რომ პლეი-ოფში გასვლა დღესვე გაგვენაღდებინა, თუმცა ვიცოდით, რომ "ნაპოლისთან" შეხვედრა მარტივი არ იქნებოდა," აღნიშნა კლოპმა.
მატჩის შედეგით კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტი, რომელმაც აღნიშნა, რომ "ნაპოლი" იდეალურ მდგომარეობაში იმყოფება.
ამ სტადიონზე (იგულისხმება ენფილდი) 1 ქულის მოპოვება მარტივი არ არის. ჯგუფში ჩვენ იდეალური მდგომარეობა გვაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი შედეგით კმაყოფილი ვარ," განაცხადა იტალიელმა.

სხვა სტატიები