Belive

როგორ განვითარდა მათი კარიერა: პრემიერ ლიგის 30 ფეხბურთელი, რომელიც წლის საუკეთესოდ აღიარეს

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბოლო 30 წლის განმავლობაში პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის ყველა გამარჯვებული ბრიტანულმა გამოცემა sportbible-მა Tiermaker-ის გამოყენებით, მათი კარიერული შედეგების თანახმად, ყველაზე დაბლიდან, უმაღლესი წერტილის მიხედვით დააჯგუფა. ცხადია, ამ სიაში ყველაზე წარმატებული კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგება 5-ჯერ მოახერხა, ამდენივე ოქროს ბურთს დაეუფლა და არაერთი გუნდური თუ ინდივიდუალური ტიტული დაისაკუთრა. 36 წლის ასაკში, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი გოლების მანქაანის წოდებას ინარჩუნებს, მაგრამ ყველას მისი დარი კარიერა არ ჰქონდა.
ყველაზე წარუმატებელი ჯეკ უილშირი გამოდგა, რომელიც ინგლისის ელიტარული დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელად 2010/11 წლების სეზონში დაასახელეს, თუმცა მას შემდეგ, ტრავმების გამო, მან ვერც "არსენალში" დაიმკვიდრა თავი და "ბორნმუთსა" და "ვესტ ჰემში" განათხოვრების შემდეგ, კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 2021 წლის იანვრიდან, 29 წლის ინგლისელი, რომელმაც ორჯერ ასოციაციის თასი და ერთხელ ინგლისის სუპერთასი მოიგო, "ალუბლებს" მიაშურა და მეორე კარიერული სუნთქვის გახსნას ცდილობს. რაც შეეხება კიდევ 28 ფეხბურთელს, ისინი sportbible-ის ვერსიით შემდეგნაირად გადანაწილდნენ: გამანადგურებელი მარცხი: ჯეკ უილშირი. არასრულფასოვანი: ჰარი კიუელი, ჯერემი ჯინესი, რობი ფაულერი, ნიკოლას ანელკა, ლი შარპი. წინ კიდევ დრო აქვთ: ლეროი სანე, დელე ალი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. სოლიდური: ჯეიმს მილნერი, სკოტ პარკერი, კრეიგ ბელამი, კაილ ვოლკერი, ეშლი იანგი. მომავლის ლეგენდა: ჰარი კეინი, რაჰიმ სტერლინგი, ედენ აზარი. ლეგენდა: სტივენ ჯერარდი, ხესკ ფაბრეგასი, დევიდ ბექჰემი, უეინ რუნი, გარეთ ბეილი, მაიკლ ოუენი, რაიან გიგზი. ყველა დროის საუკეთესო: კრიშტიანუ რონალდუ.

სხვა სტატიები