Belive

როგორ დაიხმარა გვარდიოლამ ატლეტიკოსთან ბურთის მომწოდებლები

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ატლეტიკოს" დროის გაყვანა უყვარს - ეს ცნობილი ამბავია. დიეგო სიმეონეს დავალებით, მისი შეგირდები "თამაშის მოკვლას" ყველა ხერხით ცდილობენ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში, იმისთვის, რომ "ატლეტიკოს" დრო უფრო ნაკლებად გაეყვანა, პეპ გვარდიოლამ ბურთის მომწოდებელ ბიჭებს სპეციალური დავალება მისცა. The Athletic-ის თანახმად, პეპმა მოედნის კიდეზე მყოფ, ე.წ. "ბოლბოიდ" დასაქმებულ მოზარდებს დაავალა, რომ ხაზზე გადასული ბურთი სასწრაფოდ ფეხბურთელებისთვის უნდა მიეწოდებინათ - იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას "როხიბლანკოს" ფეხბურთელები მოითხოვდნენ. რიგ შემთხვევებში, განზრახ თუ უნებლიედ, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს "ბოლბოი" ბურთს სწრაფად არ აწვდის, რაც მასპინძელს სწრაფი კონტრ-შეტევის საფრთხისგან იცავს. გემახსოვრებათ ჯო ჰარტის გაცეცხლებული ემოციები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან.

გვარდიოლამ კარგად იცოდა, რომ სიმეონე თამაშის მოკვლას შეეცდებოდა და არც შემცდარა - არგენტინელმა გუნდი 5-5-0 ტაქტიკით ათამაშა. გავრცლებული ინფორმაციით, პეპმა, თამაშის გამართვამდე, "ბოლბოებისთვის" ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც ამბობდა, რომ ტაქტიკურ სქემაში, მათ მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშათ. "მანჩესტერ სიტის" ბურთის მიმწოდლები U12 და U14 გუნდებში თამაშობენ - მარტივი წარმოსადგენია, როგორ ეფექტს იქონიებდა მოზარდებზე გვარდიოლას სიტყვები. ბურთის მიმწოდებლებმა გვარდიოლას ინსტრუქცია ზედმიწევნით შეასრულეს - მარტივი შესამჩნევი იყო, რომ ბურთის გადასვლისთანავე, ფეხბურთელების ხელში მეორე ბურთი ჩნდებოდა. 5-5-0 ტაქტიკისა და მეტოქის კარისკენ 0 დარტყმის მიუხედავად, გვარდიოლას სიმეონეს ტაქტიკა არ გაუკრიტიკებია.
"ვინ თქვა რომ ეს უშნო ფეხბურთია? მახსოვს, ერთხელ ჩემი გუნდი ოლდ ტრაფორდზე 0:1-ს ან 0:2-ს იგებდა, ბერნარდო სილვამ კი კუთხურის ხაზზე დრო კარგად გაიყვანა. ჩემი აზრით, ეს გონივრული მოქმედებაა", - თქვა პეპმა თამაშის შემდეგ.

სხვა სტატიები