Belive

როგორ აფასებენ ლეგენდარული ფეხბურთელები ჯერარდს?

3 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
პრემიერ ლიგის ისტორიაში სტივენ ჯერარდმა განსაკუთრებული სახელი დატოვა. ერთ-ერთმა გამორჩეულმა ნახევარმცველმა არაერთი გამაოგნებელი მომენტით დაგვამახსოვრა თავი. პოლ სქოულზთან და ფრენკ ლამპარდთან ერთად, გამორჩეულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგასა და მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებული მემკვიდრეობა დატოვა. ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორისა და არაერთი ტიტულის მფლობელის შესახებ, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებმა საქებარი სიტყვები არ დაიშურეს. პაოლო მალდინი - "ყოველთვის ვაფასებდი იმ გარემოებას, რომ ჯერარდი მოედანზე საკმაოდ მშვიდი იყო მაგრამ გუნდის მოტივაციაზე უდიდეს გავლენას ახდენდა. სტივენ ჯერარდისგან და ფრანკო ბარეზისგან ვისწავლე, რომ ბევრი ლაპარაკის ნაცვლად საქმე ვაკეთო. უდავოდ, ჯერარდი ერთ-ერთია მათ შორის ვისაც შეიძლება რომ გაყვე - ვისზეც შეიძლება, რომ დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული ისტორიები მოყვე." პელე - "ფანები ყოველთვის ფორვარდებს აფასებენ და უყურებენ. თუმცა, როდესაც გყავს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ჯერარდია რთულია მასზე არ ილაპარაკო. ჩემი აზრით უკანასკნელ წლებში იგი საუკეთესო იყო. ის ნახევარმცველია, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს მაგრამ ხალხი მის შესახებ არ საუბრობდა. ხალხი ყოველთვის საუბრობს, რონალდინიოს, რონალდოს, რონალდუსა და მესის შესახებ - ისინი ხომ ფორვარდები არიან." ტიერი ანრი - "საოცრად დიდი უპატივცემულობა იყო, რომ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ჯერარდს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული არ მიანიჭეს. ჩემთვის ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია." ანდრეა პირლო - "იმ დროს, როდესაც "მილანში" ვასპარეზობდი ანჩელოტიმ მითხრა, რომ გუნდში ჯერარდის მოყვანა სურდა. ანჩელოტის ჩემი და ჯერარდის დუეტის ხილვა სურდა და ამის შესახებ აზრი მკითხა. არც კი დავფიქრებულვარ ვუპასუხე, რომ შეეძინა. იმ დროისათვის, ჯერარდი ევროპაში საუკეთესო ნახევარმცველი იყო და რა თქმა უნდა მსურდა მის გვერდით თამაში. რამდენიმე კვირის შემდეგ, კარლოს ჯერარდის ტრანსფერის თაობაზე დაველაპარაკე. ანჩელოტიმ მითხრა, რომ ჯერარდმა საკმაოდ მკაფიო უარი განაცხადა "ლივერპულის" დატოვებაზე. იმ დროს "მილანი" ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, რომელსაც საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა - ჩვენთვის უარის თქმა ჯერარდის საოცარ ერთგულებაზე მიუთითებს."
33333333
ზინედინ ზიდანი - ჯერარდი მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი იყო. უჩვეულოა ყოვლისშემძლე ფეხბურთელის ნახვა, მაგრამ ჯერარდი სრულყოფილი იყო." სერ ალექს ფერგიუსონი - თუ ეძებთ ფეხბურთელს, რომელიც როი კინის ჩანაცვლებას შეძლებდა ეს ჯერარდია. არც ვიეირა და არც სხვა - მხოლოდ ჯერარდი. არ ვამბობ, რომ ვიეირა ცუდი ფეხბურთელი იყო მაგრამ ჯერარდი საუკეთესოა, მხოლოდ მას შეეძლო კინის შეცვლა. მას საკმაოდ დიდხანს ვადევნებდი თვალს, ჩემთვის ჯერარდი კინია. ყველგან და ყოველთვის სადაც ბურთია იქ ჯერარდია. ჯერარდის საკუთარ გუნდში ხილვით ნებისმიერი იამაყებდა. ფრანჩესკო ტოტი - მსოფლიოს იდეალური გუნდის დასახელება რომ მთხოვოთ, ჯერარდს კაპიტნად დავნიშნავდი. ის სრულყოფილი ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც გააქვს გოლები, წარმართავს მატჩს და ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია." ზლატან იბრაჰიმოვიჩი - "ჩემი აზრით ჯერარდი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის "ლივერპულის ერთგული დარჩა და გუნდთან ერთად არაერთ ტიტულს დაეუფლა. ინგლისელი ფეხბურთელები ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან მაგრამ ჯერარდი ყოველთვის უფრო მეტი იყო. ყოველთვის, როდესაც ჯერარდის წინააღმდეგ ვთამაშობდით მწვრთნელი გვეუბნებოდა, რომ ის იყო ფეხბურთელი, რომელსაც ნებისმიერ წამს შეეძლო მატჩის ბედის შეცვლა." კაკა - "ჯერარდი მომწონს. ერთმანეთს 2005 და 2007 წლებში დავუპირისპირდით - მე მას ვაღმერთებ. რა თქმა უნდა ლამპარდი და სქოულზი არაჩვეულებრივი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ ჩემთვის ჯერარდი საუკეთესოა."

სხვა სტატიები