Belive

როდის დაბრუნდება ჩიხურა საშინაო კედლებში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის ახალ სეზონში ორივე შეხვედრა წააგო. თბილისში, "ლოკომოტივთან" მარცხის (1:3) შემდეგ, იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა ვახტანგ თურმანიძემ თავისი გუნდის თამაში შეაფასა და საშინაო არენის მდგომარეობაზეც იაუაბრა. "პირველ რიგში, "ლოკომოტივს" გამარჯვებას ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. სამწუხაროდ, მეორე მატჩია ისე ხდება, რომ ანგარიშში დაწინაურების შემდეგ ვმარცხდებით. ათამდე ახალი ფეხბურთელი გვყავს და გუნდი სათანადოდ შეთამაშებული ჯეჯერობით არ არის. ამ პრობლემის გამოსწორებაზე და მომენტების რეალიზებაზე უფრო მეტი უნდა ვიმიშაოთ. დამაგვირგვინებელ ფაზაშიც მეტი სიზუსტე გვმართებს. რაც შეეხება ჩვენს საშინაო არენას, გასახდელებსა და ტრიბუნებზე სამუშაოები დასრულებულია. თურქეთიდან ჩამოსული არიან ბალახის სპეციალისტები, რომლებიც მოედნის რეკონსტრუქციას რამდენიმე თვეში დაასრულებენ. სავარაუდოდ, "ჩიხურა" საშინაო კედლებში აგვისტოში, მესამე წრეში დაბრუნდება", - თქვა ვახტანგ თურმანიძემ Live.ge-სთან საუბრისას.

სხვა სტატიები