Belive

"როდესაც თამაში შევწყვიტე, სიცარიელე გაჩნდა და მისი შემავსებელი არაფერი იყო" - ლავეცი

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ფეხბურთელმა ეზეკიელ ლავეციმ Prime Video-სთან თავის ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა, 41 წლის არგენტინელმა დეპრესიასთან არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და ის ადამიანები ახსენა, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდით ედგა.

ეზეკიელ ლავეცის ინტერვიუ:

როდესაც თამაში შევწყვიტე, სიცარიელე გაჩნდა და მისი შემავსებელი არაფერი იყო. დეპრესიასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, კლინიკაშიც კი ვიწექი, ახლა მედიკამენტებს ვიღებ და მკურნალობის კურსს გავდივარ. ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ გამოჯანმრთელების გზას ვადგავარ. შვილის დაბადებამ ჩემი ცხოვრება შეცვალა, ის უდიდეს სიხარულს მანიჭებს და სიცოცხლის ძალას მმატებს. სწორედ მან მომცა წინსვლის ძალა.

ყველას, ვინც რაიმე სახის სირთულეს განიცდის, ვეტყოდი: თავმდაბლობითა და მონდომებით ამ მდგომარეობის დაძლევა შესაძლებელია. ფეხბურთის სამყარომ უდიდესი მხარდაჭერა გამომიცხადა, გვერდში ბევრი ადამიანი მედგა, მათ შორის - მესი, აგუერო და პაოლო კანავარო. მესისთან განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს, ბევრ რამეზე ვსაუბრობთ, ის შესანიშნავი ადამიანია. - ეზეკიელ ლავეცი