Belive

"როდესაც ის მოედანზე მშვიდი და ბედნიერია, ყველაფერი იდეალურადაა" - რუდი გარსია კვარაზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში, "ნაპოლისა" და "უდინეზეს" დაპირისპირება შედგა.

ნეაპოლში, "დიეგო მარადონაზე" გამართული უხვგოლიანი მატჩი, "პარტენოპეის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა და ამ დამაჯერებელი გამარჯვების მთავარი შემოქმედი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც მოედანზე იფრინა.

"უდინეზეს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში, კვარამ პენალტი გამოიმუშავა და თანაგუნდელს გაატანინა, შემდეგ კი 6-თვიან უგოლო სერიას ბრწყინვალე გოლით დაუსვა წერტილი. თითქოს ეს არ კმაროდა, კვარამ შეცვლაზე შემოსულ სიმეონეს იდეალური საგოლე პასიც გაუკეთა. 

მატჩის დასრულების შემდეგ, რუდი გარსიამ კვარას შესახებ ისაუბრა.

ახლა, როდესაც მან გაიტანა, შედარებით მშვიდად იქნება. კვარა უნიკალური ფეხბურთელია. როდესაც ის მოედანზე მშვიდი და ბედნიერია, ყველაფერი იდეალურადაა. - რუდი გარსია.

სხვა სტატიები